ნიკა მელია – კარგია, რომ გემის მარშრუტიდან ამოღებულია ბათუმი, თუმცა რუსული ხელისუფლება ზის მყარად მთავრობაში

ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ბათუმში გამართულ აქციას ეხმაურება.
“რუსული გემი იქცა რუსული ოკუპაციის სიმბოლოდ, ისევე როგორც რუსული გემისთვის გაცემული პასუხი იქცა რუსული ოკუპაციისთვის გაცემული პასუხის – არდანებების სიმბოლოდ.
კარგია, რომ გემის მარშრუტიდან ამოღებულია ბათუმი, თუმცა ყოველკვირეულად ათობით რეისი ჯდება რუსეთიდან და რაც მთავარია – რუსული ხელისუფლება ზის მყარად მთავრობაში.
რუსული მთავრობის “შედეგებთან” ბრძოლით, არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას საშუალება და თავს უფლება, გამოგვაშვებინონ ორთქლი, გამარჯვება გვაზეიმონ, როგორც ვიზეიმეთ რუსული კანონის შემთხვევაში და შემდეგ “მივიღეთ” რუსული ფრენა;
უნდა გვახსოვდეს, მიზეზია დასამარცხებელი, რომ გაქრეს შედეგები…
ამისთვის კი მიზანზე ორიენტაცია, თანმიმდევრულობა, რეალობის სწორი აღქმა და შესაბამისი მუდმივი ბრძოლაა საჭირო”, – წერს მელია.
თაგები:
ნიკა მელია




