Logo

ნიკა მელია – ხალხის რაოდენობამ, მათმა ბუნებრივმა ინტერესმა, სისტემის დემონტაჟის პროცესში მონაწილეობის სურვილმა, ჩემს ყველა მოლოდინს გადააჭარბა

პოლიტიკა
1404
Frontnews image description

ეს სამეგრელოა, რაც მეტად შეგვიზღუდავთ წვდომას და არ მოგვცემთ კულტურის სახლებს, თეატრების დარბაზებს და მუნიციპალურ სივრცეებს, მით უფრო გაიზრდება ხალხის ინტერესი და ჩვენი ჟინი, ავსახოთ ხალხის ინტერესი პოლიტიკაში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია წერს.

 

“ხალხის რაოდენობამ, მათმა ბუნებრივმა ინტერესმა, სისტემის დემონტაჟის პროცესში მონაწილეობის სურვილმა, ჩემს ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

 

ეს არის პრინციპული, მებრძოლი ადამიანების მხარე, რომლებსაც არასდროს შეშლიათ არჩევანი და არასდროს დაუთმიათ ეროვნული ინტერესი, პირადი ინტერესის სანაცვლოდ, უბრძოლიათ და გაუმარჯვიათ…

 

დღეს ჩვენი შეხვედრის დარბაზი, ვერც ხალხს იტევს, ვერც მათ ბრძოლის ჟინს, მათ ენერგიასაც ვერანაირი მანკიერი ოლიგარქიული სისტემა ვერ გაუწევს წინააღმდეგობას….

 

ვისაუბრეთ ბრძოლაზე, ვივლით გამარჯვებისკენ და აუცილებლად დავამარცხებთ ოლიგარქიულ რეჟიმს და ფულის ინტერესს ქართულ პოლიტიკაში”, – წერს მელია.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FNika.Melia5%2Fposts%2Fpfbid0ofSUqn5beCkLdXLa4zkxH9vU15sK8yFHNhYyFf9LZ4mEhWoY3zgMvNwYBPFvyrNl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”831″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

 

 

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები