ნიკა მელია – ხალხთან დაპირისპირებაში ამ ხარისხით ნებისმიერი ხელისუფლება როდესაც შემოსულა, ის ყოველთვის დამარცხებულა


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი ბედით თამაშობს ივანიშვილი, როგორც შულერი ჩვენი შვილების ბედით. ეს არავის არ გასვლია, ხალხთან დაპირისპირებაში ამ ხარისხით ნებისმიერი ხელისუფლება როდესაც შემოსულა, ის ყოველთვის დამარცხებულა და ახლაც ეს ვერ იქნება გამონაკლისი, – ამის შესახებ “ახალის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” ამ ქმედებით უარს უცხადებს საქართველოს ევროპულ მომავალს და მოქალაქეებს შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეთ.
“ქართული ოცნება” განსაკუთრებით ერთი კვირის განმავლობაში, ყოველ დღე დგამს პროვოკაციულ ნაბიჯებს, ღიად და დაუფარავად, რაც რბილად რომ ვთქვათ, გვაშორებს ევროკავშირისგან.
დღევანდელი შემთხვევა, არის მცდელობა, რომ გადაიწეროს ისტორია, რისთვისაც თაობებმა მიუძღვნეს საკუთარი სიცოცხლე, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, ანუ დიდი ევროპული ოჯახის წევრი სახელმწიფო. ახლა “ქართული ოცნება” ცდილობს, რომ შემოგვიტრიალოს რაღაც ყბადაღებული საკითხით, რომელსაც რუსული კანონი ჰქვია, რომელიც უმძიმესი კანონია და რომელსაც სინამდვილეში ჰქვია ევროკავშირზე უარის თქმის მცდელობა.
ევროპული პერსპექტივა არის ეროვნული პერსპექტივა, ჩვენ ვერ ვხედავთ პერსპექტივას და ვერავინ დაგვანახებს ამას იაროსლავსა და ტომსკში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოსკოვი არ არის ჩვენი შვილების მომავალი, გვჯერა, არა თუ მიგვაჩნია. მდინარაძე-ივანიშვილს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია რუსეთის დაქვემდებარებაში ყოფნა და ჩვენ გვჯერა, რომ მთელი ჩვენი შეგნებული ცხოვრება უნდა მივუძღვნათ ამ საფრთხის განეიტრალებას, რომელიც გადის ევროკავშირის წევრობაზე და როდესაც ჩვენი ბედით თამაშობს ივანიშვილი, როგორც შულერი ჩვენი შვილების ბედით თამაშობს, ეს არავის არ გასვლია, ხალხთან დაპირისპირებაში ამ ხარისხით ნებისმიერი ხელისუფლება როდესაც შემოსულა, ის ყოველთვის დამარცხებულა და ახლაც ეს ვერ იქნება გამონაკლისი, ამიტომ სიტყვებთან ერთად, რა თქმა უნდა, მე მჯერა ქართული საზოგადოება იქნება ადეკვატური, გვჯერა ადეკვატური იქნება ამ გამოწვევის წინაშე, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი ეკარგება ყველაფერს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
საპარლამენტო უმრავლესობა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენს.
თაგები:
ნიკა მელია

ნიკა მელია – როდესაც ხელისუფლება ბედავს იმას, რაც მაშინ გაბედა და რასაც ბედავდა შემდეგ, პროტესტი ყოველთვის იქნება

ნიკა მელია – აშშ-მა თქვა, რომ ამ კლანის, ამ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ქართველ ხალხთან ერთად

ნიკა მელია – ამ ხალხისთვის მისაღებია ის კორუფციული სისტემა, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბდა, რომ არ იყოს მისაღები, ვერ მოერგებოდნენ