Logo

ნიკა მელია – ხელი არ უნდა შევუწყოთ ხელისუფლებას, რომ გაწელოს პროცესი

პოლიტიკა
09.12.2022 / 13:57
Frontnews image description

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გვაძლევს იმის ფუფუნებას,  რომ მისი სასამართლო პროცესი ერთი თვე გაგრძელდეს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ  ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში განაცხადა.  

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პროცესი პრიორიტეტული უნდა იყოს მისი საქმის ადვოკატებისთვის და მათ უნებურად ხელი არ უნდა შეუწყონ პროცესის  გაჭიანურებას. 

 

“როდესაც ვსაუბრობთ მის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე,  იმის ფუფუნება, რომ ერთი თვე გაგრძელდეს მისი სასამართლო პროცესი, არ არის. ვუსმენდი სხდომაზე დარბაზში ადვოკატის საუბარს,  რომ მას სხვა პროცესები აქვს. მესმის,  რომ სხვა პროცესები აქვს, მაგრამ პრიორიტეტი უნდა არის დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელი არ უნდა შევუწყოთ ხელისუფლებას, რომ გაწელოს პროცესი. ყველა სხვა სასამართლო პროცესი არის მეათეხარისხოვანი“, – განაცხადა ნიკა მელიამ. 

 

მისი თქმით, ბოლო 4 თვის განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობა“ მოქმედებდა ოჯახისა და მიხეილ სააკაშვილის პოზიციის გათვალისწინებით. 

 

“ბოლო 4 თვის განმავლობაში ოჯახის პოზიცია, თავად მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ უნდა გავიგოთ იყო ის სტრატეგია, რა სტრატეგიასაც ადგილი ჰქონდა. ჩვენც მაქსიმალურად ვიყავით კოორდინაციაში ამ სტრატეგიის განვითარებასთან ერთად, არა ხელოვნურად, არამედ ბუნებრივად, რადგან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა და გახდა საჭირო სხვადასხვა ექსპერტთა ჯგუფებს დაედოთ შესაბამისი დასკვნები“, – განაცხადა მელიამ. 

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იმოქმედებს იმის მიხედვით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. 

 

“მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი უარყოფითი გადაწყვეტილება, ღმერთმა დაგვიფაროს, საწყენი იქნება, მაგრამ რეალობა გვაიძულებს, ეს დავუშვათ, თუ ეს მოხდება, თუ უნდა გადავწყვიტოთ ვეგუებით რეალობას, თუ არ ვეგუებით“, – განაცხადა მელიამ.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები