
ავტორი
Front News საქართველო
ხელისუფლება, რომელიც 24 საათი საუბრობს აგრესიაზე, ძალადობაზე, ვერასოდეს ვერ გააერთიანებს ქვეყანას და მით უმეტეს, ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღადგენს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” შურსა და დაპირისპირებას თესავს.
“შიში დანერგილი და დათესილი აქვს მას დიდი დოზით საკუთარ თავში, პირველ რიგში და ამიტომაც ის ყველა შეხვედრას დაესწრება იმ ფორმით, რა ფორმითაც ატარებს შეხვედრებს.
ადამიანი 24 საათი საუბრობს აგრესიაზე, ძალადობაზე, ახალისებს შურს, ურთიერთდაპირისპირებას და გადაკიდა ქვეყნის მოსახლეობა ერთმანეთს. ხელისუფლება, რომელიც ამისთვის იხარჯება, ის ვერასოდეს ვერ გააერთიანებს ქვეყანას და მით უმეტეს, ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღადგენს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
“ქართული ოცნება” რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს. პარტიის ლიდერების თქმით, “ქართულ ოცნებას” საპარლამენტო უმრავლესობა სჭირდება, რომ არჩევნების შემდეგ კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” გასამართლდეს, ასევე ტერიტორიული მთლიანობისთვის საჭირო იქნება ცვლილებები კონსტიტუციაში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს