Logo

ნიკა მელია – ხრწნისა და თვითგანადურების სტადიაში მყოფი ხელისუფლება ცეცხლს უკიდებს საკუთარ თავს!

პოლიტიკა
546
Frontnews image description

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას კუთვნილი ავტომანქანის დაწვის ფაქტს ეხმაურება.

 

“ასე ესმით დეპოლარიზაცია – მეორე პოლუსის გადაწვითა და განადგურებით.

 

ასე ესმით თანამშრობლობა, ხალხის მხარდაჭერილი ოპოზიცია უნდა გადაწვან.

 

ასე ხდება რუსეთში და გვიმტკიცებენ, რომ უნდათ ევროპა!

 

ეს გზა ევროპაში არ მიგვიყვანს! ამ გზას იმ რუსეთში მივყავართ, რომელიც ტერორისტული სახელმწიფოა, მათ იქ მივყავართ, მაგრამ საქართველო  არ გახდება ასეთი – ტერორისტული სახელმწიფო!

 

წალენჯიხამ დაამტკიცა, რომ არის ევროპა- ადგილი, სადაც არჩევანი არ ყალბდება – არ იწვება და ვერ განადგურდება!

 

ხრწნისა და თვითგანადურების სტადიაში მყოფი ხელისუფლება ცეცხლს უკიდებს საკუთარ თავს!”, – წერს ნიკა მელია.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FNika.Melia5%2Fposts%2Fpfbid0CXiwVMPjLzAJ7gUZMygmoXo64oQ28t5KiuAt8f8SGQBWBJNjq2X6djTsYVL9HjGDl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”545″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები