Logo

ნიკა მელია – ხვალ, 14:00 საათზე, გელოდებით ვაჟა-ფშაველას ძეგლთან

პოლიტიკა
10.11.2021 / 18:23
Frontnews image description

ოპოზიციის მორიგი აქცია  ხვალ, 14:00 საათზე ვაჟა-ფშაველას ძეგლთან გაიმართება. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

“მინდა დავაანონსო მორიგი აქცია, ხვალ, 14:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან მეტრო სადგურ ვაჟა ფშაველასთან, გაიმართება აქცია და ველოდებით, ყველას, ვისაც უკვე მყარად მიაჩნია, რომ ხელისუფლება კოპირებს რუსეთს და ბელარუსს, დიახაც დღეს იყო, კალკი, გადმოტანის მცდელობა, იმ ყველაფრისა, რასაც სჩადის პუტინი და ლუკაშენკო თავისი მოქალაქეების, წინააღმდეგ, არაფერი განსხვავებული დღეს ჩვენ აქ არ ვიხილეთ.

 

დააკავეს 46 ადამიანი, მაგრამ ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ასიათასობით, მილიონზე, მეტი აქტიური მოწინააღმდეგე ყავს რეჟიმს, დროის საკითხია მხოლოდ, ამ რეჟიმის დამარცხება. პროტესტი თანდათან კიდევ უფრო მძლავრი და მასშტაბური გახდება. ხვალ, 14:00 საათზე, გელოდებით ვაჟა-ფშაველას ძეგლთან”, – განაცხადა მელიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები