Logo

ნიკა მელია – ხვალ აქცია გაიმართება 3 ადგილას, მეოთხე ადგილს განგებ არ დავასახელებ

პოლიტიკა
1536
Frontnews image description

ხვალ, 11:00 საათზე აქციები გაიმართება 3 ადგილას,  იუსტიციის სამინისტროსთან,  მოდულის შენობათან და ჯანდაცვის სამინისტრისთან,  აქცია იქნება მეოთხე ადგილას, რომელსაც განგებ არ დავასახელებ. ასე იქნება ყოველდღე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. 

 

მისივე თქმით, ღამისთევები არ იქნება და ენერგიას ხანგრძლივი ბრძოლისათვის გაანაწილებენ. 

 

“წუწუნის დრო არ არის, ბრძოლის დრო არ არის. გავაკეთებთ იმას, რასაც აქამდე არ ვაკეთებდით. ეს ყველაფერი გაგრძელდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ” , – განაცხადა მელია.  

 

მისი თქმით, არანაკლებ მძიმეა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა, რომელიც ერთი კვირაა შიმშილობს.  

 

მელიას თქმით, ხვალ საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის გამართვის შემთხვევაში, აქცია გაიმართება ასევე საქალაქო სასამართლოსთან.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები