ნიკა მელია – კიდევ ერთი და ორი ახალი რეზოლუცია მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქართველ ხალხს


ავტორი
Front News საქართველო
კიდევ ერთი და ორი ახალი რეზოლუცია მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქართველ ხალხს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, დემოკრატიულმა მსოფლიომ და ქართველმა ხალხმა ხელისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღო.
“დემოკრატიულმა მსოფლიომ თავისი გადაწყვეტილება მიიღო, ქართველმა ხალხმაც თავისი გადაწყვეტილება მიიღო. მიმდინარეობს ამ გადაწყვეტილებების აღსრულება ხალხის მიერ. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, კიდევ და კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური პარტნიორების და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები და ქმედებები იქნება შემუშავებული, მაგრამ სურათი უკვე ნათელია – კენჭი ნაყარია. კიდევ ერთი და ორი ახალი რეზოლუცია მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქართველ ხალხს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია

“პარტიის დაშლის კიდევ ერთი ფაქტორი ბოკერიას კრახი გახდა, რის გამოც მის დამფინანსებელს ახალი პროექტი დასჭირდა, ამ პროექტს შეიძლება ახალი კოალიციის სახე მიეღო, სადაც შევიდოდნენ: ჯაფარა, ლიაკა და ნიკა მელია”

ნიკა მელია – შევხვდებით დღეს, ახლა ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი საქმე და მხოლოდ ერთი სამსახური

ნიკა მელია – 26 ოქტომბერს იქნება ახალი არჩევანი და დადგება ახალი შედეგი!