Logo

ნიკა მელია – კიდევ ხუთი გმირი შეეწირა რუსულ აგრესიას, აგრესიას, რომელსაც სურს მოსპოს ყველა, ვინც თავისუფლება აზრად გაივლო

პოლიტიკა
960
Frontnews image description

კიდევ ხუთი გმირი შეეწირა რუსულ აგრესიას, აგრესიას, რომელსაც სურს მოსპოს ყველა, ვინც თავისუფლება აზრად გაივლო, ვინც მისთვის იბრძოლა და ვინც არ დანებდა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია წერს. 

 

“კიდევ 5 ადამიანს ჩამოასვენებენ “მშვიდობით სავსე” საახალწლოდ მორთულ ქალაქში.

 

თუმცა, ქართველებმა ვიცით – უკრაინის ომი ჩვენი ომია, თავისუფლების იდეას დამარცხება არ უწერია და ჩვენი ადგილი ევროპაშია. 

 

თავისუფლების იდეა გაიმარჯვებს უკრაინაში და გაიმარჯვებს საქართველოში! 

 

გაგვიმარჯვია ღირსებითა და სიმართლით, გავიმარჯვებთ ღირსებითა და სიმართლით! 

 

დიდება გმირებს!”, – წერს ნიკა მელია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები