Logo

ნიკა მელია – კონტექსტი ლაივში იყო, არის ხელმისაწვდომი, შესაბამისად დამახინჯების მცდელობა წინასწარ განწირული ქმედებაა

პოლიტიკა
593
Frontnews image description

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსს ნოდარ მელაძეს მიმართავს.

 

“როგორც მედიას აქვს კრიტიკის უფლება, ასევე ყველას გვაქვს ამ კრიტიკაზე რეაგირების უფლება, თუ მას უსამართლოდ ჩავთვლით.

 

სიტყვის თავისუფლება და მორალური კრიტერიუმები არის ის, რომელზეც შეიძლება ვერასდროს შევთანხმდეთ, მაგრამ თუ არ ვიდავებთ არ ვიქნებით საზოგადოება. 

 

ჩემს დღის წესრიგს, პოლიტიკურ დღის წესრიგს და სამოქმედო გეგმას, წინასწარ არ ვუთანხმებ არცერთ მედიას და არც შენ ნოდარ – ასე ვიქცეოდი მუდამ, ასე ვთქვი გუშინ და ასე იქნება, სანამ პოლიტიკაში ვარ და აქ არაფერია გასაკვირი და საწყენი.
კონტექსტი ლაივში იყო, არის ხელმისაწვდომი, შესაბამისად დამახინჯების მცდელობა წინასწარ განწირული ქმედებაა.

 

მე ვარ გულწრფელობის მომხრე, როგორც ადამიანურ ურთიერთობებში, ისე პოლიტიკაში. 

 

მედიასთან თანამშრომლობაზე არასდროს მითქვამს უარი, არც არასდროს ვიტყვი და კრიტიკულ კითხვებსაც ყოველთვის ვუპასუხებ.

 

განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან, მიუხედავად მათი პროფესიული კუთვნილებისა, ყოველთვის მზად ვარ და ვიქნები დისკუსიისთვის“, – წერს მელია სოციალურ ქსელში.

 

ნოდარ მელაძე ნიკა მელიას ფეისბუქლაივს გუშინ გამოეხმაურა.

 

“ყველაფერი არ უნდა ვიკადროთ” – ამბობს ნიკა მელია ფბ ლაივში და ტვ პირველს კიცხავს.

 

კი, ასე ნიკა, ყველაფერი არ უნდა იკადროთ!

 

საინტერესოა ვინ გიამბოთ ჟურნალისტიკის როლზე? მედია აშუქებს ამბავს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ამბის გაშუქება მედიის მოვალეობაა, ჟურნალისტების მოტყუება ცუდია.

 

მედია, როდის, ვის და რა კითხვას დაუსვამს ეს ჟურნალისტის გადასაწყვეტია. მედია როდის და რა თემას გააშუქებს ამასაც ჟურნალისტები წყვეტენ.

 

მედიის კონტროლის განზრახვას ცენზურა ქვია. ცენზურა – ცუდია, თავისუფალი მედია – კარგი.

 

მედია სარკეა, ასახავს რეალობას და აჩვენებს პოლიტიკოსების რეალურ სახეს, თუ სარკეში თავი არ მოგწონთ სარკის ბრალი არ არის. ის გაჩვენებთ ისეთებს, როგორებიც ხართ, ასეა ტელევიზიაც აირეკლავს რეალობას რომელიც ჩვენს გარშემო ხდება.

 

ჯამი ჭურჭელია, თეთრი თეთრი, შავი შავი. კითხვა პასუხს მოითხოვს, უპასუხო კითხვა გაქცევას ნიშნავს.

 

თავისუფალი მედია თავისუფალია ყველასგან, კრიტიკული მედია კრიტიკულია ყველას მიმართ.

 

ვალდებულებები ამძიმეს, თავისუფლება ათავისუფლებს!“, – წერს მელაძე სოციალურ ქსელში.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fnick.melia.165%2Fvideos%2F526521245793449%2F&show_text=false&width=560&t=0″ width=”560″ height=”314″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share” allowFullScreen=”true”></iframe>

 

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები