“ნიკა მელია კრიმინალია იმიტომ, რომ სასამართლომ შერაცხა ის კრიმინალად”


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ყოველთვის მზად არის ოპოზიციასთან დიალოგისთვის, თუმცა ყოველგვარი პირობების გარეშე.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დესტრუქციული პოლიტიკა სწორედ მიხეილ სააკაშვილისგან და მის მიერ დანიშვნული სახვადასხვა კრიმინალებისგან მომდინარეობს.
"რაც შეეხება ოპოზიციასთან მოლაპარაკების გეგმას, როგორ მესახება მე ოპოზიციასთან მოლაპარაკება: მე ვფიქრობ, აქ უნდა გავმიჯნოთ ეს რადიკალური ფრთა, კონსტრუქციული და მე როგორც ვიცი, არიან საბედნიეროდ კონსტრუქციულად განწყობილი ოპოზიციონერები, რომლებთანაც ჩვენ ყოველთვის გვითქვამს და მინდა გავიმეორო, რომ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე, ჩვენ ვართ მზად დიალოგისთვის ყოველგვარი პირობების გარეშე.
ჩვენი მიდგომა არის შემდეგი, ყველა იმ კონსტრუქციულად განწყობილ ოპოზიციას, ვისაც სურს, რომ ამ მძევლობიდან და ძალადობიდან გამოეყოს, მოხდეს მათი დისტანცირება დესტრუქციული პოლიტიკისგან, რომელიც მომდინარეობს პირდაპირ სააკაშვილისგან და მისი დანიშნული სხვადასხვა კრიმინალებისგან, ამ შემთხვევაში, მელიას ვგულისხმობ, დიახ, ის კრიმინალია იმიტომ, რომ სასამართლომ შერაცხა ის კრიმინალად, ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეზეც, რაც ყველას ავიწყდება და ეს არის უბრალოდ რაღაც ალიბი და მე ყველას შეგახსენებთ, რომ ამ ქვეყანაში ალიბი, არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის ფორმალური თავმჯდომარეობა," – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს