ნიკა მელია – მას შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები შეძლებენ გაიგონ, რაც აქამდე არ იცოდნენ, გააკეთებენ ერთადერთ სწორ არჩევანს


ავტორი
Front News საქართველო
მას შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები შეძლებენ გაიგონ, რაც აქამდე არ იცოდნენ, გააკეთებენ ერთადერთ სწორ არჩევანს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თამჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომელიც პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ბრიუსელში იმყოფება.
მელიას თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ისაუბრებს ისეთ თემებზე, რაზეც აქამდე არ საუბრობდა.
“რადგან თანამებრძოლების ნაწილმა ასე გადაწყვიტა, ჩემი პოზიციაც ცნობილია. როდესაც დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია, შესაძლებლობა მიეცემა ყველა კანდიდატს, მათ შორის მეც ვესაუბრო “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს. შეძლებენ გაიგონ ყველაფერი, რაც მათ აინტერესებთ, ბევრი რამ, რაც აქამდე არ იცოდნენ, რატომ იყო ასე საჭირო პარტიისათვის, აწმყო როგორია და როგორ უნდა განვითარდეს პარტია. ამის შემდეგ გააკეთებენ ერთადერთ სწორ არჩევანს. პირველ რიგში, მე მჯერა, რომ გააკეთებენ გააზრებულ არჩევანს.
როდესაც პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებზეა საუბარი, მათ უწევთ გააზრებული არჩევანის გაკეთება, ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი გააკეთებენ ერთადერთ სწორ არჩევანს.
კი ბატონო, დრო არის უხერხული ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ რადგან ასე ინებეს, ეს გამოწვევა მიღებულია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია