Logo

ნიკა მელია – მათ ევროპა და ამერიკა საკუთარ ოჯახებში მოიწყვეს, მაგრამ ჩვენი ევროპული და დასავლური ინტეგრაციის ხარჯზე

პოლიტიკა
15.12.2022 / 22:36
Frontnews image description

მათ ევროპა და ამერიკა საკუთარ ოჯახებში მოიწყვეს, მაგრამ ჩვენი ევროპული და დასავლური ინტეგრაციის ხარჯზე, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. 

 

ის  თბილისის მერის  კახა კალაძის განცხადებას  ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს ადამიანები მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის უფლების სანაცვლოდ უარს ამბობენ ევროპული ინტეგრაციაზე,  

 

“ქვეყანაში, სადაც დედაქალაქის მერი ბედავს და საუბრობს, კალაძე, – “რა გვინდა ჩვენ ევროპაში, რა გვინდა ჩვენ დასავლურ ღირებულებებთან, მაშინ თუ სააკაშვილის მკვლელობის უფლებას არ  მოგვცემენ“, – ეს თქვა რეალურად, ამ ქვეყანაში არავის, არცერთ ოჯახში დაბადებულ, გაზრდილ ბავშვს მომავალი არ ექნება, სანამ ეს ადამიანები არიან ხელისუფლებაში. მათ საკუთარი ევროპა, საკუთარი ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ ოჯახებში მოიწყვეს, სიმდიდრე, სილაღე, ფუფუნება,  მაგრამ ჩვენი ევროპული და დასავლური ინტეგრაციის ხარჯზე. ამას როგორც ჩვენი მრავალი თაობის წარმომადგენელი  არ შეეგუა, არ შეეგუება ახლაც. ვინც შეეგუება, საბოლო ჯამში, დარწმუნებული ვარ, გამარჯვებული ხალხის გვერდით დადგება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები