Logo

ნიკა მელია – მე ამ ადამიანს არასოდეს დავუწყებ თანამშრომლობას, ეს გადაულახავი ბარიერია

პოლიტიკა
1045
Frontnews image description

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ვანო მერაბშვილს ხელს არასოდეს ჩამოართმევს და მასთან არასოდეს ითანამშრომლებს.

 

როგორც მან “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, მერაბიშვილის პოლიტიკური კარიერა ინტრიგებით და ადამიანების ერთმანეთთან გადაკიდებით არის სავსე.

 

“მერაბიშვილმა ეტყობა ჩათვალა, რომ თუ მელია გლდანს მოიგებს, პოლიტიკურ კისერს როგორ მოვუღრიცავო. არ ვიცი რა იმალება ეხლა მასში. ინტრიგებით და ადამიანების ერთმანეთთან გადაკიდებით არის სავსე მისი პოლიტიკური კარიერა. ასე მექცევა ადამიანი, რომელსაც გავლენის მოპოვება სურს პარტიაში. 

 

მე რა მორალით უნდა დავაჯერო ნებისმიერი ამომრჩეველი, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მსგავს მანკიერებებს არასოდეს გაიმეორებს და ჩაიდანს. მე როგორ დავარწმუნო ნებისმიერი, რომ ცვლილება ყოველთვის ნიშნავს უკეთესობას. 2020 წლის შემდეგ, როდესაც მერაბიშვილმა არჩევნების დროს საწადელს ვერ მიაღწია, მე ვთქვი, რომ არ მაქვს მასთან შეხვედრის სურვილი და არასოდეს ხელს არ ჩამოვართმევ. მე ამ ადამიანს არასოდეს დავუწყებ თანამშრომლობას, ეს გადაულახავი ბარიერია”, – აცხადებს მელია. 

 

მისივე თქმით, კულუარებიდან საარჩევნო კამპანიის დადეგმვაში სწორედ ეს ორი ადამიანი, შს ყოფილი მინისტრი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი მონაწილეობს.

 

“ეს პროცესები არის დაგეგმილი და ინსპირირებული მერაბიშვილის და კეზერაშვილის მიერ”, – აღნიშნა მელიამ.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები