
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავს. შეკრებას ესწრება პარტიის ყოფილი წევრი ხატია დეკანოიძე.
“ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის და ათასობით თანამოაზრისთვის. დღეს შევიკრიბეთ თანამოაზრეები, მეგობრები, რომლებსაც არა მარტო გვინდა უკეთესი სახელმწიფო და მომავალი, არამედ გვჯერა მომავლის, წარმატების, რომ გამარჯვება იქნება და ამაში საკუთარ მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ, ქვეყნის გამარჯვების საქმეში. აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა ამ ფორმატში შეკრება, სადაც ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ, პარტიაში შექმნილ რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო ვითარებაზე, ქვეყანაში შექმნილ მძიმე კრიზისულ ვითარებაზე და როგორ ვხედავთ ამის დაძლევის გზებს.
კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ თანამოაზრეებმა ერთად და არა ორმა და ხუთმა ადამიანმა. ვხედავთ, რომ იმაზე მეტი თანამოაზრე მოვიდა, ვიდრე ველოდით და ძირითადად, აქ არის თბილისიდან თანამოაზრეები და მხოლოდ დაახლოებით 150 ადამიანი რეგიონებიდან. ვნახოთ, შევხედოთ, შეიძლება. გახდეს საჭირო დამატებითი შეხვედრები სხვადასხვა ქალაქში, ეს ყველაფერი დამოკიდებულია შეხვედრის მიმდინარეობაზე და გადაწყვეტილებებზე, რომელსაც მივიღებთ. მე ვიქნები იქ, სადაც იქნება ხალხის ინტერესი ასახული პოლიტიკაში, ეს არის პრინციპულად გადამწყვეტი ჩემთვის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს