Logo

ნიკა მელია – მეტი არაფერია რუსეთი, თუ არა ძალადობა რელიგიის სახელით, ომი მშვიდობის სახელით და მკვლელობა სიცოცხლის სახელით

პოლიტიკა
663
Frontnews image description

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერზე ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

“მეტი არაფერია რუსეთი, თუ არა ძალადობა რელიგიის სახელით, ომი მშვიდობის სახელით და მკვლელობა სიცოცხლის სახელით….თუ რამე არის ქართული მრავალფეროვნებაა, თუ რამე არის ქრისტიანული ტოლერანტობაა ….

 

ის კი, რაც აქ წერია, არის ძალადობა, არის დანაშაული, ამის გაკეთებაც, მოწონებაც, გაზიარებაც და წაქეზებაც!  ამას არც კაცობასთან, არც ქრისტიანობასთან, არც ეროვნულობასთან და არც ევროპულობასთან არაფერი აქვს საერთო!” – წერს მელია.

 

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ინფორმაციით, გორში ზურა ჯაფარიძეს თავს დაესხნენ. 

 

“ბანაკში მივდიოდით, გავჩერდით გორის სმარტთან, გოგოები შევედით მაღაზიაში და ამ დროს, მანქანაში მარტო მყოფ ჯაფარას თავს დაესხა ვიღაც გიჟი. ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ზურას დაზიანება აქვს თვალის არეში. საშიშია ამ ქვეყანაში ცხოვრება”, – წერს “გირჩი – მეტი თავისუფლების ერთ-ერთი წევრი ანა ყურაშვილი.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fnick.melia.165%2Fposts%2Fpfbid0CLWGxVvrY2A7JTzzaMPtyGBJK1TbLAt95Fo6P5cLrRPBsMbeVfEcVo65w6JnrLp9l&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”736″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები