ნიკა მელია – მიხეილ ყაველაშვილი რომ უნდა იყოს პრეზიდენტი, რატომაა გასაკვირი იქ, სადაც კალაძეა, ღარიბაშვილია და თავად ივანიშვილია


ავტორი
Front News საქართველო
ამ ქვეყნის პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი მიხეილ ყაველაშვილი რომ უნდა იყოს რატომაა გასაკვირი იქ, სადაც კალაძეა, იქ სადაც ღარიბაშვილია, იქ სადაც თავად ივანიშვილია, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის შემდეგი ყველა ნაბიჯი მოემსახურება ამ რეჟიმის ჩამოშლას.
“ამ ქვეყნის პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი მიხეილ ყაველაშვილი რომ უნდა იყოს, რატომაა გასაკვირი იქ, სადაც კალაძეა, იქ სადაც ღარიბაშვილია, იქ სადაც თავად ივანიშვილია, სიმართლე უნდა ითქვას, რატომ უნდა გაგიკვირდეს ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატობა, თუმცა, ყველაფერი, კიდევ ერთხელ ვამბობ, რასაც ჩვენ გავაკეთებთ ხვალ, ზეგ და მომდევნო დღეებში მოემსახურება ამ რეჟიმის რყევას და ჩამოშლას”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
“ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.
თაგები:
ნიკა მელია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა