
ავტორი
Front News საქართველო
“რთულია ეს მოცემულობა, როცა სააკაშვილი არის ტყვეობაში, ორმაგ ტყვეობაშია”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ “რეაქციაში” განაცხადა.
ნიკა მელიას თქმით, სააკაშვილი რთული მოცემულობის წინაშეა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დღემდე აქვს კომუნიკაცია, თუმცა მის გადაწყვეტილებაზე მესამე პრეზიდენტის ფაქტორი ვერ იმოქმედებს, თუ პარტიაში არაფორმალური მმართველები იქნებიან.
“რთულია ეს მოცემულობა, როცა სააკაშვილი არის ტყვეობაში. ორმაგ ტყვეობაშია. მე ვარ ყოველდღიურად კომუნიკაციაში საზოგადოებასთან, როგორ შეიძლება როცა პულსაციასთან ხელი გიდევს. მიტაცებულ პარტიას ხელს არ გაუშვებენ, ხალხს არ დაუბრუნებენ, რომელიც გაყარეს, თავიანთი ბრძოლა ექნება. მიმაჩნია, რომ ისინი არ არიან მართალ ბრძოლაში, ჩვენ გვექნება ჩვენი ბრძოლა.
მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ამ მდგომარეობაშია, თუკი გახანგრძლივდება მისი ეს მდგომარეობა, გახანგრძლივდება ასეთი პარტიის პირობებში. იმიტომ, რომ ალთას არის პარტია და ბალთას არის საზოგადოება, აბსოლუტურად აცდენაა. მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად ვერ იქნება შემაკავებელი ფაქტორი, თუ იქ არის კეზერაშვილი-მერაბიშვილი”, – განაცხადა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს