Logo

ნიკა მელია – მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის დაუშვებელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის

პოლიტიკა
05.05.2022 / 22:40
Frontnews image description

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის დაუშვებელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე განსაკუთრებით  გამოიკვეთა აზრი, რომ მიხეილ სააკაშვილი არ უნდა რჩებოდეს ტყვეობაში. 

 

“რაც ხდება,  ამ ყველაფრის ფონზე ნათელი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის დაუშვებელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის. მიხეილ სააკაშვილი იყო პირველი სუვერენული სახელმწიფოს პრეზიდენტი, უკანასკნელი წლების განმავლობაში,  რომელმაც თავის თავზე ქართველ ხალხთან ერთად მიიღო წარმოუდგენელი ბარბაროსული შემოტევა რუსების მხრიდან. მისი და მისი თანამებრძოლების მართლაც გმირული ქმედებებით და საერთაშორისო პარტნიორების აქტიურობით   გადარჩა ქვეყანა და ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ განვითარების შანსს. 

 

დღეს არის აზრის კონსოლიდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს საპატიმროში. არა მხოლოდ იმიტომ,  რომ ის არის ჯანმრთელობის პრობლემით და კონსილიუმმა თქვა,  რომ მისი გამოჯანმრთელება შეუძლებელია ციხის  პირობებში, არამედ იმიტომ რომ ის არ უნდა იყოს ტყვე, ის არ უნდა იყოს ციხეში, ამას ჭირდება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ აქტიურობა“, – განაცხადა მელიამ.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები