ნიკა მელია – მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარანტია უდრის ამ ქვეყნის დასავლურ მომავალს


ავტორი
Front News საქართველო
არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ, ის იბრძვის სიცოცხლისათვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთავის ციხესთან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის დედასთან გიული ალასანიასთან ერთად, მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა და ამ საკითხში საერთაშორისო პარტნიორების დახმარება მოითხოვა.
მელიას თქმით, საქართველოს დასავლური მომავალი მჭიდროდაა დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან.
“მივმართავ ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს, გადაიდგას ნაბიჯები, რომ ჩვენი ქვეყნის მისწარაფება არ დარჩეს მხოლოდ მისწრაფებად და იგი იქცეს რეალობად.
დღეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და დასავლური მომავალი არის მჭიდრო კავშირში.
ჩვენ მოვისმინეთ არაერთი განცხადება ამ დღეებში, რომელიც არის სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის მიერ გაკეთებული. მოვისმინეთ მეუფე ნიკოლოზის გაკეთებული და სხვა არაერთი განცხადება, არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ, ის იბრძვის სიცოცხლისათვის. ამიტომ ჩვენ დრო იმისათვის, რომ ვუყუროთ როგორ კვდება ნელი სიკვდილით მიხეილ სააკაშვილი, არ გვაქვს და ვერ გვექნება. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარანტია უდრის ამ ქვეყნის დასავლურ მომავალს, ეს მინდა იცოდეს ყველა ჩვენმა საერთშორისო პარტნიორმა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია