Logo

ნიკა მელია – მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობის საკითხზე გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული

პოლიტიკა
09.05.2022 / 23:04
Frontnews image description

მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობის საკითხზე გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული, –  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ფეისბუკ ჩართვისას განაცხადა.  

 

მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკითხთან დაკავშირებით  საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით  კონკრეტულ შედეგს ელოდებიან.   

 

“მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობის საკითხზე გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული. ამას არ გეუბნებით იმიტომ, რომ გაგამხნევოთ,  ეს არის რეალობა. 

 

არის საკითხები, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს პოლიტიკურ კულუარებში. 

 

დღეისათვის ყველა ევროპელი ლიდერი და არა მხოლოდ,   არის ჩართული მიხეილ სააკაშვილის საკითხზე“, – განაცხადა მელიამ. 

 

რაც შეეხება აქციებს, მელიამ განაცხადა, რომ არ უნდა მხოლოდ „აქციები აქციებისათვის“ ატაროს. 

 

“ერთიდაიმავე ქმედებებით ძალიან პროგნოზირებადიც არ უნდა გავხდეთ“ ქართული ოცნებისათვის“. ამავე დროს ერთი და იგივე საქმით განსხვავებული შედეგი ვერ დადგება. კომბინაციაში უნდა მოვიდეს სხვადასხვა აქტივობები“, – განაცხადა მელიამ.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები