ნიკა მელია – მიშა აუცილებლად იქნება თავისუფალი და აუცილებლად გულწრფელად და თამამად ჩავხედავ მას თვალებში


ავტორი
Front News საქართველო
მიშა აუცილებლად იქნება თავისუფალი და აუცილებლად გულწრფელად და თამამად ჩავხედავ მას თვალებში, მანამდე კი “ოცნებასთან” ბრძოლაა მოსაგები, გამარჯვების რწმენით, სიმართლითა და ღირსებით, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია წერს.
“მე მრავალჯერ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ტყვეობაში მყოფი ადამიანის პოსტებზე, პოზიციებსა და შეფასებებზე არ გავაკეთებ კომენტარს… თუმცა, გავაკეთებ კომენტარს მათზე, ვინც პატიმრის სახელსა და რეპუტაციას ეფარება, ვიწრო მერკანტილური ინტერესისთვის იყენებს, ერთ დღეს ამბობს – აი მიშამ თქვა და წადი, მეორე დღეს კი აშანტაჟებს, ემუქრება და ულტიმატუმს უყენებს, როდესაც მისი პოზიცია არ მოსწონს, ამას აკეთებს საჯაროდ, პირდაპირ ეთერში ბრიფინგის სახით.
ვნახეთ თავმჯდომარის შანტაჟის ტონში ფორმულირებული მოთხოვნა. და უცნაურად და უცაბედად, ფეისბუქიდან ქრება მათთვის “არმოსაწონი პოსტი”. ამას აკეთებს ხალხი, ვინც თვეების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ არ არის არაფორმალური მმართველობა პარტიაში. ამას აკეთებს ხალხი, რომელსაც ერთი კვიპროსული ხელი მართავს, მათ მესიჯსა და მოთხოვნას აყალიბებს. ამით კი პირველ რიგში მიშას რეპუტაციას აზიანებს, მის სიტყვას ფასს უკარგავს…
სიმართლისთვის და სამართლიან ბრძოლას აქვს თავისი წესები, რომელსაც თუ არღვევ, სიმართლეს კარგავ, შანტაჟი ოცნების ხელწერაა, მისი მიზანია ისეთი ცუდი იყოს ოპოზიცია, რომ “ოცნება” მუდამ იყოს ხელისუფლებაში, შანტაჟსა და კომპრომატებში ოცნება აუცილებლად გაჯობებს, მით უმეტეს, როდესაც მერაბიშვილ-კეზერაშვილზეა საუბარი….
მიშა აუცილებლად იქნება თავისუფალი და აუცილებლად გულწრფელად და თამამად ჩავხედავ მას თვალებში, მანამდე კი ოცნებასთან ბრძოლაა მოსაგები, გამარჯვების რწმენით, სიმართლითა და ღირსებით – ეს ბრძოლა უკმოპრომისობითაა მოსაგები და არა მორალური კომპრომისებით დასუსტებული პოზიციით, რაზეც პარტიის მენეჯმენტი არა მხოლოდ თავად მიდის, არამედ სხვისგანაც იმავეს მოითხოვს….” – წერს მელია.
თაგები:
ნიკა მელია