ნიკა მელია – მიშა რატომ ვერ დაიხსენითო, ეს იგივეა, მე რომ თქვენთვის პრეტენზია წამომეყენებინა, რატომ ვერ დამიცავითო

ავტორი
Front News საქართველო
მიშა რატომ ვერ დაიხსენითო, ეს იგივეა, მე რომ თქვენთვის პრეტენზია წამომეყენებინა, რატომ ვერ დამიცავითო, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ფეისბუქ ჩართვისას განაცხადა.
მან პარტიის ოფისში თავისი დაკავების ფაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ციხიდან მისი გათავისუფლება უცხოელი პარტნიორების დახმარებით მოხდა არა საპროტესტო აქციების შედეგად.
“მიშა რატომ ვერ დაიხსენითო, ეს იგივეა, მე რომ თქვენთვის პრეტენზია წამომეყენებინა, რატომ ვერ დამიცავითო. მაშინაც არ მინახავს მე მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები, რომ არა აშშ, რომ არა დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი, მე დღესაც ციხეში ვიჯდებოდი. „ნაციონალური მოძრაობიდან“ არავის არ დაურეკავს იქ, რომ მელია დაიჭირეს და მიიღეთ შესაბამისი ზომები.
ეს იგივეა, რომ მე წავუყენო, უხეში შედარებაა, უკრაინაში პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ მარიუპოლში ტყვედ არის აყვანილი უამრავი ადამიანი და თქვენ არაფერს არ აკეთებთ“, – განაცხადა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია




