ნიკა მელია - მივიღე გადაწყვეტილება, რომ 29-ში არ მივალ სასამართლოში, არ ვაპირებ პატიმრობისთვის მომზადებას, ვაპირებ ცხოვრების მაღალი ტემპით გაგრძელებას


ავტორი
Front News საქართველო
ჩემი პროცესი არის 29 მაისს, მივიღე გადაწყვეტილება, რომ 29-ში არ მივალ სასამართლოში, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ის აპირებს ცხოვრების მაღალი ტემპით გაგრძელებას.
"ჩემი პროცესი არის 29 მაისს, მივიღე გადაწყვეტილება, რომ 29-ში არ მივალ სასამართლოში. რატომ? ხალხის პატივსაცემად. დღეს, რასაც ვუყურებდი, როგორ ექცეოდნენ ქალებს, ბავშვებს, არ მინდა ეს განმეორდეს. დარწმუნებული ვარ, ზურას ეს რომ სცოდნოდა, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ადგილზე იქნება წარმომადგენელი - ადვოკატი. არ ვაპირებ პატიმრობისთვის მომზადებას, ვაპირებ ცხოვრების მაღალი ტემპით გაგრძელებას, შეხვედრებს.
ერთხელ თუ შეეგუები უსამართლობას, მერე მეორედაც იზამ. ასე ხდება ადაპტირება რეჟიმთან. არ არის იქ ყოფნა სასიამოვნო, განსაკუთრებით პირველი დღეები. დასაფასებელია ყველა ის ადამიანი, ვინც გამოძიებაზე არ მივიდა და არც ჯარიმა არ გადაიხადა, ვინც გადაიხადა ისინიც", - განაცხადა ნიკა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში.
თაგები:
ნიკა მელია

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა