ნიკა მელია – მჯერა, რომ მიუხედავად იმ ხელისუფლებისა, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ


ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადებით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს.
მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანია, თუმცა დღეს ქვეყანას თავისი ქმედებებით არ ჰყავს ევროპული ხელისუფლება.
“მჯერა, რომ მიუხედავად იმ ხელისუფლებისა, რომლის აუტანელ პირობებშიც მოსახლეობას უწევს ცხოვრება 11 წლის განმავლობაში, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, რაც კიდევ უფრო დაგვახლოვებს ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს ევროპულ დიდ ოჯახთან. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ჩვენ მყისიერად გავხდებით სრულფასოვანი წევრი დიდი ევროპული ოჯახისა, რადგან კანდიდატის სტატუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი და უნდა მივიღოთ, მაგრამ როდესაც შენ გყავს ხელისუფლება, რომელიც არ გულისხმობს ევროპას თვისი ქმედებით, პოლიტიკით, გადადგმული ნაბიჯებით, ქვეყანას უნდა ჰყავდეს ევროპული, ეროვნული ხელისუფლება, რაც შესაძლებელი იქნება 2024 წლის არჩევნების შემდეგ. მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი გახდება ამ ქვეყნის, ამ სახელმწიფოს ბატონ-პატრონი, დარწმუნებული ვარ, მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, მოგვარდება. თუკი ვინმე რევს, სახელმწიფოს ფესვებიდან გლეჯს, პირველ რიგში, არის ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი, ამას სჭირდება ჩანაცვლება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია

ნიკა მელია – პირობას ვდებ, რომ პოლიტიკური პოლიცია მიუხედავად მისი სახელისა, კგბ, სუკი, კუდი, სუსი, გაუქმდება

ნიკა მელია – დღეს იმდენად აქტიური მხარდამჭერია, რომ უკვე მჯერა – არ არსებობს ამომრჩეველი, რომლის დარწმუნებაც შეუძლებელია

ნიკა მელია – მჯერა, რომ განხორციელდება ძალიან ადეკვატური გადაჯგუფება ოპოზიციურ ველზე, ბევრ მოქალაქეს დაუბრუნდება რწმენა