ნიკა მელია – მკვლელობა დაგვიანებული რეაგირებით, ქმედებითა თუ უმოქმედობით, იქცა ხელისუფლების ხელწერად

ავტორი
Front News საქართველო
ჯერ ყველა ვისაც ეძებენ, უნდა ვიპოვოთ, უნდა გადარჩნენ;შემდეგ კი ეს მოცემულობა უნდა შევცვალოთ – ამ ქვეყანაში ცხოვრება უნდა გახდეს უსაფრთხო, მთავრობა კი პასუხისმგებელი უნდა იყოს ხალხთან და არა ოლიგარქებთან, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია წერს.
“ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახის წევრების მწუხარებას, მათ წუხილს ვინც ამ დრომდე ეძებს ოჯახის წევრებს….
კორუფცია, პოლიტიკური კორუფცია არის მომაკვდინებელი პრობლემა, არა მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაც მდიდრდება სახელმწიფოს ხარჯზე, არამედ არის პრობლემა, რომელიც კლავს….
მკვლელობა დაგვიანებული რეაგირებით, ქმედებითა თუ უმოქმედობით, იქცა ხელისუფლების ხელწერად.
დეპუტატები, ოცნებასთან დაახლოებული პირები მდიდრდებიან, მილიონერები ხდებიან, ერთი სამაშველო ვერტმფრენი კი გადაულახავი პრობლემაა….
ჯერ ყველა ვისაც ეძებენ, უნდა ვიპოვოთ, უნდა გადარჩნენ;შემდეგ კი ეს მოცემულობა უნდა შევცვალოთ – ამ ქვეყანაში ცხოვრება უნდა გახდეს უსაფრთხო, მთავრობა კი პასუხისმგებელი უნდა იყოს ხალხთან და არა ოლიგარქებთან”, – წერს ნიკა მელია.
თაგები:
ნიკა მელია




