Logo

ნიკა მელია – მომლოდინე რეჟიმშია, როდის მოკვდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, წინ უნდა აღვუდგეთ ამ ისტორიულ უსამართლობას

პოლიტიკა
04.11.2021 / 18:47
Frontnews image description

“სალომე ზურაბიშვილი მომლოდინე რეჟიმშია, როდის მოკვდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ამ ისტორიულ უსამართლობას ჩვენ უნდა აღვუდგეთ წინ” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. 

 

“ძალა არის საზოგადოებაში, ძალა არის ხალხში, ძალა არ არის სუს-ში და ძალა არ არის იმ სავარძლებში, ჩაბრძანებულ და წამოსკუპებულ ადამიანებში. დიახ, როცა გვინდა, რომ ძლიერი სახელმწიფო ვაშენოთ, გვიწევს რთული, მძიმე გზით სიარული არის გარანტია ძლიერი სახელმწიფოსი. 

 

რეჟიმმა 30 ოქტომბერს უკადრებელი იკადრა. აურაცხელი რაოდენობის ნარკოტიკები დაარიგე 30 ოქტომბერს, ასეთ მდგომარეობაში ჩააგდეს უამრავი ახალგაზრდა, რომ ყველაფერი ეკადრებინათ, დანაშაული ჩაედინათ და ეძალადათ და ეს გააკეთა ხელისუფლებამ. ხელისუფლება როდესაც ყველაფერთან ერთად კადრულობს ნარკოტიკების დარიგებას ახალგაზრდობისთვის, ეს არის უკიდურესად უზნეო საქციელი, რომელსაც პასუხს აუცილებლად გავცემთ. ივანიშვილს ქონდა იმედი, მივიღებდით ამ უსამართლობას, არა ხალხო, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ წართმებული არჩევნების დასაბრუნებლად. 

 

ტრაგედიას ვადევნებდით თვალყურს გუშინ, როდესაც, ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი დასცინის ქვეყნის მოშიმშილე, მომაკვდავ მესამე პრეზიდენტს – თავი დავანებოთ სახელებსა და გვარებს, აბუჩად იგდებს და ისტორიულ უსამართლობას რომ ბოლო მოუღოს, ამას კი არ ცდილობს, მომლოდინე რეჟიმშია, როდის მოკვდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. ეს არის ისტორიული უსამართლობა, რომელსაც წინ უნდა აღვუდგეთ ჩვენ.

 

ჩვენ წინ აღვუდგებით უსამართლობას. როდესაც შენ გართმევენ არჩევნებს, ამ დროს ხალხი ღელავს და ყველა საშუალებით ცდილობს მიტაცებული არჩევნები ოლიგარქს წაართვას”, – აცხადებს ნიკა მელია. 

Advertisement