Logo

ნიკა მელია – მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, დაუბრუნოს თავისუფლება ნიკა გვარამიას

პოლიტიკა
02.11.2022 / 15:21
Frontnews image description

მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, დაუბრუნოს თავისუფლება ნიკა გვარამიას, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

 

მელიას  თქმით,  ქვეყანაში პოლარიზაციის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან აცილება შესაძლებელია პრეზიდენტის  მიერ საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენების შედეგად.  

 

“მოვუწოდებ ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს, თუ მისი სიტყვები არ არის ლიტონი სიტყვები და მას ნამდვილად სურს დეპოლარიზაცია და სამოქალაქო თანხმობის რეალურად განხორციელება, გადადგას ერთადერთი სწორი და სამართლიანი ნაბიჯი, გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და დაუბრუნოს თავისუფლება ნიკა გვარამიას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ “ნაციონალურ მოძრაობაში” თათბირი გაიმართა.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement