Logo

ნიკა მელია – მსვლელობა დაიწყება ავტოკოლონებით სამი ლოკაციიდან

პოლიტიკა
982
Frontnews image description

ხვალ აქცია გაიმართება ავტოკოლონებით, 14:00 საათზე შევიკრიბებით სამ ლოკაციაზე  – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.  

 

მისი თქმით, ბრძოლა გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე არ ჩამოინგრევა “ქართული ოცნების” სახის მქონე რუსული რეეჟიმი. 

 

“ჩვენი მიზანი არის ამ რეჟიმის ჩამონგრევა, ოღონდ არაძალადობრივი საპროტესტო აქციებით. ხვალ გაიმართება მომდევნო საპროტესტო აქცია თბილისში, აქცია მსვლელობა ავტოკოლონებით, შეკრების ადგილი იქნება სამი: რესპუბლიკის მოედანზე, დავით აღმაშენებლის ხეივანზე,  ცესკოსთან და “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან,  კახეთის გზატკეცილზე. 

 

ხმამაღლა გავაპროტესტოთ ევროკავშირის დროშებით, საქართველოს დროშებით, სიგნალებით, გავაპროტესტოთ რუსული რეჟიმი და მისი არაადამიანური სახე.

 

აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც უშუალოდ არ იღებდა დღევანდელ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას, მაგრამ იყვნენ ამ აქციისადმი სოლიდარულნი”, – განაცხადა მელიამ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები