
ავტორი
Front News საქართველო
მთავარია, ყველამ დავიჯეროთ, რომ ცვლილება შესაძლებელია, მთავარია, ყველას გვჯეროდეს, რომ ჩვენს ხელთ არსებული ერთი ცალი მანდატი 26 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ამ მანდატს ექნება იმაზე მეტი წონა მომავალში, ვიდრე აქამდე ჰქონია, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოების ნაწილს ნიჰილიზმი აქვს, რაც წარსული მარცხის შედეგია.
“მთავარია, ყველამ დავიჯეროთ, რომ ცვლილება შესაძლებელია, მთავარია, ყველას გვჯეროდეს, რომ ჩვენს ხელთ არსებული ერთი ცალი მანდატი 26 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ამ მანდატს ექნება იმაზე მეტი წონა მომავალში, ვიდრე აქამდე ჰქონია.
უნდა ითქვას, რომ ნიჰილიზმის მიზეზი მოქალაქეებს აქვთ, რასაც ვაკვირდები, ნიჰილიზმი უფრო გამოცდილ ხალხს აქვს, ვიდრე ახალგაზრდა ამომრჩეველს, ვინაიდან, ბევრმა ადამიანმა წარუმატებლობის ისტორია დაიწერა თავისი თავისთვის.
რაც შეეხება ქარტიას, ჩვენ ვართ ხელმომწერები და კონსულტაციები, რომ გაიხსნება, მივიღებთ მონაწილეობას და ვეცდებით, რომ შევასრულოთ დადებითი როლი. თუ შესაძლებელი გახდება, რომ არჩევნებამდე ქარტიის პუნქტი რეალიზდეს, ჩვენ ამას მივესალმებით”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს