Logo

ნიკა მელია – მურუსიძის და ღარიბაშვილის მოსაკლავი პრეზიდენტი ამ ქვეყანას არ ჰყავს და ვერ მიაღწევენ საწადელს

პოლიტიკა
24.10.2021 / 17:52
Frontnews image description

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლებას ეკისრება.

 

“მთელი პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ეკისრება პირადად ბიძინა ივანიშვილს, ენით აუღწერელია, რასაც კადრულობს ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ გადაყავდეთ მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც თავიდან ბოლომდე იქნება უზრუნველყოფილი მისი ჯანმრთელობა, აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ, ამ ხელისუფლების პირობებში არაფერი არ არის გამორიცხული, ამიტომ სულ რაღაც 6 დღეში ყველამ უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი, იმიტომ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაშია, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელსაც უამრავი რამ გაუკეთებია, მართლაც სახელმწიფოებრივი საფუძვლების შეიქმნა, შეუმდგარი სახელმწიფო იყო და ახლა მურუსიძისა და ღარიბაშვილის მოსაკლავი პრეზიდენტი, უბრალოდ ამ ქვეყანას არ ჰყავს და ისინი ვერ მიაღწევენ საწადელს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები