Logo

ნიკა მელია – “ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არეგისტრირებს დადგენილებას გენოციდის აღიარების თაობაზე უკრაინაში

პოლიტიკა
1293
Frontnews image description

“ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში რუსეთის მიერ გენოციდის აღიარებას მოითხოვს და საქართველოს პარლამენტში შესაბამის დადგენილებას დაარეგისტრირებს, – ამის შესახებ  პარტიის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

 

ნიკა მელიას თქმით, ამით გამოჩნდება, რეალურად რა დაარწმუნა ბუჩაში ნანახმა “ოცნება” და ვის გვერდით დადგება მმართველი პარტია. 

 

“დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არეგისტრირებს დადგენილებას გენოციდის აღიარების თაობაზე უკრაინაში. ეს უნდა გახდეს მორიგი ლაკმუსის ქაღალდი ბიძინა ივანიშვილისთვის, იგივე შალვა პაპუაშვილსითვის, ეს ბუნებრივია, არ იქნება იურიდიული და სამართლებრივი გამორკვევის პროცესი. ეს იქნება პოლიტიკური შეფასება – ან კი ან არა. ან ნანახმა ბუჩაში დაარწმუნა „ქართულმა ოცნებამ:, რომ იქ ნამდვილად არის გენოციდი, ან ისინი ამ ყველაფერს უარყოფენ, ან ისინი დგებიან ევტუშენკოვების გვერდზე, ან დანარჩენი თავისუფალი სამყაროს მხარეს. არჩევანი არის „ქართული ოცნების“ მხარეს, დადგენილებას დღესვე დავარეგისტრირებთ”, – განაცხადა მელიამ.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები