ნიკა მელია – ნებისმიერი ადამიანი, ვინც გადაწყვეტს, რეჟიმი ამხილოს, მისასალმებელია, ოღონდ ინდულგენცია არავის ექნება

ავტორი
Front News საქართველო
ნებისმიერი ადამიანი, ვინც გადაწყვეტს, რეჟიმი ამხილოს, მისასალმებელია, ოღონდ არავითარ შემთხვევაში ინდულგენცია არავის არ ექნება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა
მისივე თქმით, გოგაშვილმა პასუხი უნდა აგოს თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაზე.
“ყველა ის ადამიანი, ვინც გადაწყვეტს ამხილოს რეჟიმი, რაც არ უნდა წარსულში უმძიმესი დანაშაული ჰქონდეს მას ჩადენილი, რაც არ უნდა ბოროტმოქმედი იყოს, არ შეიძლება გაგვიხარდეს ასეთი ადამიანების წინააღმდეგ ძალადობა, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს ამხელს არის მისასალმებელი, ოღონდ ბუნებრივია, არავითარ შემთხვევაში ინდულგენცია არავის არ ექნება.
ამა თუ იმ ადამიანმა, მათ შორის ბატონმა გოგაშვილმა, პასუხი უნდა აგოს მათ შორის უმძიმეს რეზონანსულ საქმეზე, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაზე. ბიძინა ივანიშვილი გაუსწორდა საკუთარ ყოფილ მაღალჩინოსანს და შური იძია მასზე”, – აცხადებს მელია.





