ნიკა მელია – ნორმალურ კალაპოტში შეეძლებათ პროცესების დაბრუნება, თუ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება იქ, სადაც არის


ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შეცვლა.
მისი თქმით, ხელისუფლება მხოლოდ მაშინ შეძლებს პროცესების ნორმალურ კალაპოტში დაბრუნებას, თუ სააკაშვილი საპატიმროს დატოვებს.
“ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა ხო ჩემზე კარგად იციან, რამდენი საერთაშორისო პარტნიორი რამდენჯერ ესაუბრა მათ დახურულ შეხვედრაზე.
შეხედეთ, დააკვირდით ბატონ ღარიბაშვილს და შეიძლება ლოგიკურ დასკვნამდე მივიდეთ, რომ მას მოუწევს განსხვავებული პოზიციის დაფიქსირება, ისევე როგორც ვარშავაში, 3 თვის თავზე სრულიად განსხვავებული პოზიციის დაფიქსირება მოუწია. არაგულწრფერლი რომ იყო ამ სიტყვებში, ადასტურებს წინა 3 თვე, მაგრამ ხო მოუწია.
“ქართულ ოცნებას“ ჩვევია არათანმიმდევრული განცხადებების გაკეთება, როდესაც უკვე შუბლით ეჯახება კედელს.
ეს ვითარება არის შეუქცევადი. ნორმალურ კალაპოტში შეეძლებათ პროცესების დაბრუნება, თუ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება იქ, სადაც არის. მიხეილ სააკაშვილი საერთოდაც არ უნდა იყოს იქ, სადაც არის“, – განაცხადა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია