ნიკა მელია – ოპოზიციიდან არჩეული არცერთი დეპუტატი პარლამენტში არ შესულა, ამით საფუძველი ჩაეყარა “ოცნების” არაღიარებას საერთაშორისო დონეზე


ავტორი
Front News საქართველო
დარწმუნებული ვარ, რომ ის ამბავი, რაც პარლამენტში არშესვლას უკავშირდებოდა, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურად სტკიოდა, რაც არ უნდა ვთქვათ, რომ პოლიტიკური სივრციდან გასულია ეს ადამიანი, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის პარლამენტში არშესვლამ საერთაშორისო ასპარეზზე არჩევნების არაღიარებას ჩაუყარა საფუძველი.
“საზოგადოებას სჯერა, რომ ძალა სიმართლეშია, მართალი ადამიანი ქვაზე ძლიერია. რასაც ვაკეთებთ უნდა გაგრძელდეს, შედეგი გარდაუვალია. პროტესტი გრძელდება, რომც გვინდოდეს, ვერ შეჩერდება, არ არსებობს ცოცხალი ადამიანი, ვინც ამ პროტესტს შეაჩერებს. ახლა არის შანსი, რომელიც აუცილებლად რეალიზდება და ცვლილებები იქნება ხორცშესხმული.
დაღლა არავის ეტყობა, არ ნელდება პროტესტი. სხვადასხვა ფორმები მიიღო ამ პროტესტმა და პირველი შოკი ივანიშვილისთვის იყო ის, რომ მოხდა ის, რაც აქამდე არ მომხდარა, ოპოზიციიდან არჩეული არცერთი დეპუტატი პარლამენტში არ შესულა. ამით საფუძველი ჩაეყარა მათ არაღიარებას საერთაშორისო დონეზე.
დარწმუნებული ვარ, რომ ის ამბავი, რაც პარლამენტში არშესვლას უკავშირდებოდა, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურად სტკიოდა, რაც არ უნდა ვთქვათ, რომ პოლიტიკური სივრციდან გასულია ეს ადამიანი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს