ნიკა მელია – ფარისევლობას, სიყალბეს ვებრძვი წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, ეს ადამიანები ჩადგნენ ამ სიყალბეში


ავტორი
Front News საქართველო
დარწმუნებული ვარ, სიმართლე არის იქ, სადაც მე ვდგავარ, არა იმიტომ, რომ მე ვარ მართალი, უბრალოდ, ასეთი არჩევანი გავაკეთეთ მე და ძალიან ბევრმა ადამიანმა, დათო კირკიტაძე და ვანო მერაბიშვილი, რომელიც ერთნი არიან, რა კომენტარს გააკეთებენ, ეს არის მეასეხარისხოვანი, საზოგადოებას აბსოლუტურად მოწყვეტილი არიან, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა.
“არაფერი აინტერესებს ახლა დათო კირკიტაძეს, სიაში მოხვდეს ერთი სული აქვს. ბიძინას დამარცხება უნდა დათო კირკიტაძეს ვანო მერაბიშვილთან ერთად? უახლოესი მეგობრები რომ არიან და ბიზნესში არიან ჩართულები. ფარისევლობას, სიყალბეს ვებრძვი წლების განმავლობაში და ამ ყველაფრის პერსონიფიკაცია იყო და არის „ქართული ოცნება“, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ადამიანები ჩადგნენ ამ სიყალბეში იგივენაირად. კარგია, რომ საზოგადოება ხედავს მათ მორალურ და რეალურ სახეს. იმის მაგივრად, რომ საკუთარი დანაპირები შეესრულებინათ და ბრძოლა გაემართათ ივანიშვილის წინააღმდეგ, ქუჩა არ გადაუკეტავთ უკანასკნელი რვა თვის მანძილზე, კვლავ მიხეილ სააკაშვილის სახელს არიან ამოფარებულები.
პრობლემა რამაც გამოიწვია, ძალიან კარგად იცის ვანო მერაბიშვილის უახლოესმა მეგობარმა კირკიტაძემ, რომელსაც ბიზნესის გარდა არაფერი აინტერესებს, პოლიტიკაში იმიტომ არის, რომ ბიზნესს უნდა უზრუნველყოფა, წარმოაჩინა ამ ადამიანმა საკუთარი თავი ბოლო თვეებში და მგონი, არც მალავს. იქნებ, საკუთარ თავს დაუსვან კითხვა, რატომ აიგივებს „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი ამომრჩეველი ვანო მერაბიშვილს და დათო კირკიტაძეს „ქართულ ოცნებასთან“, იმიტომ ხომ არა, რომ მებრძოლი ადამიანები გაყარეს პარტიიდან? კირკიტაძეს და მერაბიშვილს ყოველთვის ეგონათ, როგორც ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი მოკლებულია ღირსებას, რწმენას, დარწმუნდნენ, რომ ეს ასე არ არის, აქ არაფერ შუაშია ნიკა მელია, აქ საუბარია ათასობით ამომრჩეველზე“, – განაცხადა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია

კახა კალაძე – ვინ არიან ეს ადამიანები? ნიკა მელია რომელი ახალია, ან ნიკა გვარამია? რით დაამახსოვრეს თავი საზოგადოებას?

ნიკა მელია – სამწუხაროდ, ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც არანაკლებ მდიდრდებიან, ვიდრე სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლები

ნიკა მელია – ამაზე უარესიც მოხდება, მაგრამ ეს ხელისუფლება დამარცხდება და მათთვის იქნება ეს ყველაზე მძიმე განაჩენი