ნიკა მელია – პირველ ტურშივე გამარჯვებულ ჩვენ ერთ-ერთ მაჟორიტარს, ხმების მალულად გადათვლის შემდეგ პირველ ტურში მარცხი ჩაუთვალეს


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმები „მალულად გადათვალეს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პირველივე ტურში გამარჯვებული მაჟორიტარი დამარცხებულად გამოაცხადეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს.
მისი თქმით, ზუგდიდში „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები პირწმინდად წააგო.
“სანამ ჩვენ ყველას გვეძინა, მოხდა შემდეგი რამ: მთელმა საქართველომ იცის, რომ პირველ ტურში, ზუგდიდში ოპოზიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და საკრებულო თავიდან ბოლომდე დააკომპლექტა ოპოზიციამ, კერძოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“. „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა უმრავლესობა და ამ წუთის მონაცემებითაც აქვს. მაგრამ გუშინ ღამე „ქართული ოცნება“ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიკრიბა. სრულიად უკანონოდ გადათვალეს ხმები – ქურდულად, საარჩევნო „ზონდერებმა“. პირველ ტურშივე გამარჯვებულ ჩვენს ერთ-ერთ მაჟორიტარს, ხმების გადათვლის შემდეგ პირველ ტურში მარცხი ჩაუთვალეს.
“ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, რომელმაც პირველივე ტურში გაიმარჯვა, „ქართულმა ოცნებამ“ ხმის გადათვლის შემდეგ დამარცხებულად გამოაცხადა. არჩევნები როგორ ჩატარდა, ჩემზე კარგად იცით, განსაკუთრებით ზუგდიდში, შანტაჟით, მუქარით, მოსყიდვით, უკანონო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, მოკრიმინალო ელემენტების ჩართულობით, რომლებიც სუს-თან არიან დაკავშირებულები, ამ პირობებებშიც „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდში არჩევნები პირწმინდად წააგო. ამის შემდეგ იმ დღესვე გადათვალეს ხმები, მაგრამ ვერაფერს გახდნენ და 5 დღის შემდეგ მალულად, ღამე, სანამ გვეძინა, გადათვალეს ხმები და ოპოზიცია დამარცხებულად გამოაცხადეს.
ზუგდიდში ვერც „მხედრიონის“ ტერორმა და ვერანარი სახის ტერორმა დაჩაგრა ადამიანები და ვერც „ქართული ოცნება“ ვერ იქნება იმ მდგომარეობაში, რომ საარჩევნო „ზონდერების“ გამოყენებით მოპოვებული გამარჯვება ხალხს წაართვას“,- განაცხადა მელიამ.


ნიკა მელია – თუკი არსებობდა ეჭვები, ახლა ჩვენ ვიგებთ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებთან კონკრეტული, მალულად გამართული შეხვედრების შესახებ

ნიკა მელია – ზუგდიდელებს ვთხოვ, ხვალ შევიკრიბოთ და ჩვენი მკაფიო ხმა გავაგონოთ მთელ საქართველოს

ნიკა მელია – ეს პროცესი დასრულდება გამარჯვებით, იმიტომ, რომ ჩვენ ვგრძნობთ ვალდებულებას როგორც წარსულის, ასევე, აწმყოს და მომავლის წინაშე