
ავტორი
Front News საქართველო
ძირითადი მეტროსადგურის ამოსასვლელთან შევიკრიბებით და პოლიტიკური ლიდერები ვიქნებით იქ, სადაც ღირსება და სიმართლეა დასაცავი, მაგრამ ყველაფერთან ერთად სიმრავლით ვიქნებით, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების მიზნის მისაღწევად რა ღონისძიებაც იქნება საჭირო, ყველაფერს გააკეთებენ.
“ქართულმა დემოკრატიულმა ოპოზიციურმა ძალებმა ამ არჩევნებში გაიმარჯვეს, რაც არ უნდა არასასიამოვნოდ ჭრიდეს ყურს “ქართულ ოცნებას”, ეს არის სიმართლე, ამიტომ, გამარჯვება დარჩება და დაუბრუნდება ქართველ ხალხს. გარდაუვალია. ამ მიზნის მიღწევას რა ღონისძიებების გატარებაც დასჭირდება და რა ნაბიჯების გადადგმაც დასჭირდება, ყველა ღონისძიება იქნება ჩატარებული და ნაბიჯიც გადადგმული. ეს არის ცხადზე უცხადესი. კარგია, რომ კონსოლიდირებული აზრია საერთაშორისო საზოგადოებაში, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარებულა და ყველა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია თანხმდება, რომ ახლა ბევრი რამ უნდა გადავდოთ ყველამ და ვიყოთ ხალხთან ერთად.
ძირითადი მეტროსადგურის ამოსასვლელთან შევიკრიბებით და პოლიტიკური ლიდერები ვიქნებით იქ, სადაც ღირსება და სიმართლეა დასაცავი, მაგრამ ყველაფერთან ერთად სიმრავლით ვიქნებით”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეს, 19:00 საათზე გაიმართება.
თაგები:
ნიკა მელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს