Logo

ნიკა მელია – „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად მოუწევს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ ევროპაში გადაყვანა

პოლიტიკა
1117
Frontnews image description

“ქართულ ოცნებას“ არ უნდა რეალობას თვალი გაუსწოროს, რეალობა კი ასეთია, რომ მათ აუცილებლად მოუწევთ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ ევროპაში გადაყვანა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ოფისში საერთაშორისო პარტნიორებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.  

 

მისი თქმით,  შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. 

როგორც მელიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი დახსნილი იქნება ტყვეობიდან უცხოელი პარტნიორების ჩართულობითა და ქართველი ხალხის აქტიურობის შედეგად.   

 

“არ არსებობს არგუმენტი, რომლითაც ვინმე გაამართლებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. 

არ არსებობს არგუმენტი კლავდე ადამიანს ციხეში, ამის მტკიცებულებები არსებობდეს და ჯიუტად აცხადებდე, „დიახაც, ეს ადამიანი უნდა იყოს ტყვეობაში“. ეს ადამიანი ვერ იქნება ტყვეობაში, ის იქნება აუცილებლად გადაყვანილი ევროპაში“, – განაცხადა მელიამ.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები