
ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ მოხარული იქნებოდა თუ გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა შედგებოდა.
როგორც მელიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა, მისი სურვილია თბილისი დედაქალაქის აღმასრულებელ ხელისუფლებაში მრავალფეროვნად იყოს წარმოდგენილი.
“მე ვიცი, რომ დედაქალაქის მერიაში ბატონი გახარიას მხარდამჭერია ბევრი ამომრჩეველი, რომელიც იდენთიფიცირებული ჰყავს “ქართულ ოცნებას”, როგორც პარტიას და ცდილობენ დაითხოვონ ისინი. არაფერს მსგავს არ ვაპირებ. მოხარული ვიქნებოდი, მისი პარტიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა რომ შემდგარიყო, იმიტომ, რომ მინდა რამდენადაც თბილისი მრავალფეროვანია, იმდენად მრავალფეროვნებით იყოს წარმოდგენილი დედაქალაქის აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ეს მისი არჩევანია, მე მის არჩევანსაც პატივს ვცემ. მას სურს, რომ მე მიხილოს ციხეში, კი ბატონო”, – განაცხადა მელიამ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს