ნიკა მელია – “ქართული ოცნება“ თავად არის შეგუებული აზრს, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება“ თავად არის შეგუებული აზრს, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება, უბრალოდ “ციური მანანას“ იმედი აქვთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ოპოზიციური პარტიების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ემიგრანტს თხოვდა, რომ დაბრუნდეს 2 ოქტომბრისთვის და მონაწილეობა მიიღოს ამ ისტორიულ მოვლენაში, იმ ზეიმში, რომელსაც ადგილი აუცილებლად ექნება.
“როდესაც რეჟიმი მარცხდება, ვერ ავუკრძალავთ ადამიანებს იზეიმონ. მე ვფიქრობ, რომ ამას ადგილი ექნება. რაცდ შეეხება ხმებიუს დაცვას ხმების დაცვის ძირითადი გამოსავალი არის მაღალ აქტიურობაში, რის მზაობასაც ვხედავ საზოგადოებაში… „ქართული ოცნება“ თავად არის შეგუებული აზრს, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება, უბრალოდ ციური მანანას იმედი აქვთ… თავადვე ამბობენ და ხაზს უსვამენ, რომ 1%-იც რომ ავიღოთ რიგგარეშე არჩევნები არ ჩაინიშნება და ვის ესაუბრებიან ამას, ესაუბრებიან თავიანთი პარტიის წევრებს, რომ 2-ში არ ჩამოეშალოთ პარტიული ინფრასტრუქტურა. რეგიონ-რეგიონ დადის ახლა კობახიძე და ესაუბრება თავის შტაბის წევრებს, ნუ ნერვიულობთ, სადღაც ვაგებთ, სადღაც ვიგებთ. 43%-ის აღების იმედი თავადაც არ აქვთ და ეუბნებიან თავიანთ ამომრჩევლებს, ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნებაო”, – განაცხადა მელიამ.
რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, მელიას თქმით, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ხოლო ამ საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებს არა უბრალოდ პოზიცია, არამედ ვალდებულება აქვთ.
“ჩაინიშნება თუ არა ვადამდელი არჩევნები, ეს უკვე თავიდან ბოლომდე დამოკიდებული იქნება ქართველ ხალხზე და საერთაშორისო პარტნიორებზე, რომელთაც აქვთ არა უბრალოდ პოზიცია, არამედ ვალდებულება შეთანხმებიდან გამომდინარე, რომ ქართველ ხალხთან ერთად დადგნენ“, – განაცხადა მელიამ “მაესტროს” კითხვაზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასათან დაკავშირებით.
თაგები:
ნიკა მელია