ნიკა მელია – ყველა დიდ ქალაქში პრაქტიკულად წაგებული აქვთ, მათ შორის სამეგრელოში, ბატონი კალაძე მარცხდება


ავტორი
Front News საქართველო
ხელისუფლება თუ კი იმარჯვებს, რაში სჭირდება მას ძალადობა, კი არ იმარჯვებს მარცხდება და ამ შეცდომაში ჯიუტდებიან – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია
მისი თქმით, დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში ოპოზიცია იმარჯვებს და ის ამომრჩეველს დარჩენილ დროში აქტიურობისაკენ მოუწოდებს.
“ყველაფერი, ყველა დიდ ქალაქში პრაქტიკულად წაგებული აქვთ, მათ შორის სამეგრელოში და ყველა დიდ ქალაქებში. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამაზე პასუხს ვაგებ, რომ ბატონი კალაძე მარცხდება. ბატონი კალაძე არის უკვე დამარცხებული, ახლა მთავარია, ჩვენ დავითვალოთ ხმები ისე, როგორც საზოგადოებამ ნება გამოხატა. არცერთი ხმის მოპარვის შესაძლებლობას არ მოგცემთ, კომისიის წევრებს მივმართავ და წარმომადგენლებს, მაგრად დადექით!. ჩვენ ვიქნებით უბნების გარეთ, თქვენ იქნებით უბნების შიგნით. არავინ საარჩევნო შტაბებში, არავინ სახლებში, ყველანი გარეთ და ვამხნევებთ კომისიის წევრებს, დამკვირვებლებსა და წარმომადგენლებს”, – განაცხადა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია