
ავტორი
Front News საქართველო
ყველა მილევადი რეჟიმი იქცევა ასე, კალაძე-ივანიშვილის მიერ დაქირავებული ნებისმიერი “ტიტუშკა”, ბუნებრივია, ისტორიულ მისწრაფებებს ვერ აღმოფხვრის, – მის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
“ყველა მილევადი რეჟიმი იქცევა ასე და ივანიშვილის რეჟიმი არ არის განსხვავებული ამ მხრივ. ტრაგედია ის არის, რომ ყველა ხელისუფლება ხელისუფლების დაკარგვის მოლოდინში ასე იქცეოდა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, თუმცა, წელს, 26 ოქტომბერს დასრულდება არა მხოლოდ “ქართული ოცნება”, არამედ დასრულდება ყველა ის პოლიტიკური, მანკიერი პრაქტიკა, რასაც უარსებია ამ ქვეყანაში უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში და გაიმარჯვებს კოალიცია.
შეუძლებელია, ეს ქვეყანა ივანიშვილმა გადააქციოს პროვინციალურ ფეოდალიზმად. შეუძლებელია, ამ ქვეყანაში ხალხის ნება არ აისახოს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებში. ეს არის გარდაუვალი, ამ ყველაფერს სჭირდება რწმენა და კალაძე-ივანიშვილის მიერ დაქირავებული ნებისმიერი “ტიტუშკა”, ბუნებრივია, ისტორიულ მისწრაფებებს ვერ აღმოფხვრის”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას გუშინ სამტრედიაში საარჩევნო ოფისის გახსნისას ახალგაზრდა მამაკაცი თავს დაესხა და სახის არეში დაარტყა.
თაგები:
ნიკა მელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს