
ავტორი
Front News საქართველო
ყველა მნიშვნელოვანი გამზირი, ქალაქი უნდა გაჩერდეს და სიმრავლით, დემოკრატიულად უნდა მოვგუდოთ ეს რეჟიმი. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ხელისუფლება ძალიან მალე უნდა დაეცეს.
“ჩემდა გასაკვირადაც მოულოდნელად და სწრაფად დაეცემა ეს ხელისუფლება, როგორც დაცემულა ბევრი რეჟიმი. ეს ხდებოდა წინააღმდეგობების პირობებში, რომელიც იყო სხვადასხვა ხარისხისა და მასშტაბის, მაგრამ იყო მუდმივად.
მე არ მჯერა, რომ ეს ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ სანთელივით დადნეს, ეს ხელისუფლება უნდა დაეცეს, თან ძალიან მალე.
ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ოპოზიციურ პარტიას მოჰპარა შედეგი, არჩევანი. დიახ, ჩვენ მოგვპარეს არჩევანი, ჩვენ მოგვპარეს ხმა.
ვაცნობიერებთ, რომ ერთი და იმავეს კეთებით, ერთსა და იმავე შედეგზე გავალთ. ყველა მნიშვნელოვანი გამზირი, ქალაქი უნდა გაჩერდეს და სიმრავლით, დემოკრატიულად უნდა მოვგუდოთ ეს რეჟიმი. ეს არის ერთადერთი გამოსავალი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს