Logo

ნიკა მელია – ყველა უსინდისოა, ვინც ამბობს, რომ ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის კონფლიქტია

პოლიტიკა
1520
Frontnews image description

ყველა უსინდისოა, ვინც ამბობს,  რომ ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის კონფლიქტია, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

 

კითხვაზე, მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყება იყო თუ არა სხვისი კარნახით მიღებული გადაწყვეტილება და იძულებითი ნაბიჯი,  მელიამ განაცხადა, რომ ყველა უსინდისოა, ვინც ამას საუბრობს.  

 

წამყვანის კითხვაზე, რომ მასობრივი შიმშილობის აქცია  სტრატეგიულად უარყოფითად შეაფასა მათ შორის „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ, მელიამ განაცხადა, რომ თუ ბოკერიამ ასე თქვა, ისიც უსინდისოა. 

 

“საქმე აკეთოს გიგა ბოკერიამ რეჟიმის წინააღმდეგ  ბრძოლის საქმეში, ჩვენ გვჯერა ამ ბრძოლის”, – განაცხადა მელიამ.  

 

მისი თქმით, პარტიის წევრების შეურაცხყოფის უფლებას ვერავის მისცემს. 

 

“უსინდისოა, ვინც ამას სააუბრობს, პოლიტიკოსად დარჩი და არა პოლიტიკურ მიმომხილველად.  ყველა უსინდისოა,  ვინც ამბობს,  რომ ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის კონფლიქტია, სამი თვეა “პოსტივი” და “იმედი” მეტს კი არაფერს აკეთებს. ამ პარტიაში ვარ 8 წელი, ეს პარტია მიმაჩნია ჩემს პარტიად. ამდენ ადამიანს შეურაცხყოფას რომ მიაყენებ და ცხვრის ფარად გინდა გამოაჩინო, ასეთ უსინდისოებს საკადრისი პასუხი უნდა გასცე”, – განაცხადა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

 

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმდებარედ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 300-ზე მეტი ადამიანი მერვე დღეა, შიმშილობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები