
ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილმა გაბედა და თქვა, რომ ეს ევროპული მომავალი, რისთვისაც თაობებმა იბრძოლეს, მის ძალაუფლებას უქმნის საფრთხეს, – ამის შესახებ “ახალის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, რუსთაველი არის ადგილი, სადაც თავისუფლების თაობები იბრძოდნენ.
“რუსთაველის გამზირი, რომელიც უახლოეს, თანამედროვე სახელმწიფოს ისტორიაში არის სიმბოლო, სადაც თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლამ გაიმარჯვა და გამარჯვება მოგვიპოვებია, ამავე გამზირზე ივანიშვილმა გაბედა და თქვა, რომ ეს ევროპული მომავალი, რისთვისაც თაობებმა იბრძოლეს, რომ ევროპული მომავალი მის ძალაუფლებას უქმნის საფრთხეს, მისი და მისი თანამზარხველების ფულს უქმნის საფრთხეს და აღარ აპირებს ატაროს ქვეყანა ევროპული გზით. ყველას ვალდებულებაა, ვიყოთ იქ, სადაც ვართ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს