
ავტორი
Front News საქართველო
ჟურნალისტების ამოცანაც ხალხის ინტერესის ასახვაა, როგორც გადაცემების სტუმრების, ისე საკითხების დონეზე და არა ვიწრო ჯგუფებისათვის სასურველი ნარატივის გატარება და იაფფასიანი ექსპერტიზა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია წერს.
“რა არის ვაი და რა არის ვუი, ამას ამომრჩეველი განსაზღვრავს;
ხალხის აზრი კი თუ მანამდე გინდა რომ იცოდე, უშუალოდ ხალხს უნდა ელაპარაკო და არა ვიწრო ბაბლში იპრანჭო.
მხოლოდ პოლიტიკოსებს არ ეხებათ, ჟურნალისტების ამოცანაც ხალხის ინტერესის ასახვაა, როგორც გადაცემების სტუმრების, ისე საკითხების დონეზე და არა ვიწრო ჯგუფებისათვის სასურველი ნარატივის გატარება და იაფფასიანი ექსპერტიზა”, – წერს მელია.
“ამ მოცემულობაში, რაც “ნაცებს” სჭირთ, ცალ მხარეს არის მელიას მხარე – “ვაი” და აქეთ ხაბეიშვილის მხარე “ვუი” და პარტია არის “ვაი-ვუი”. არანაირად არავის არ აქვს სურვილი, რომ “ვაი-ვუის” საქმე აკეთოს”, – განაცხადა დღეს გიორგი გაბუნიამ.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fnick.melia.165%2Fposts%2Fpfbid02VqSQaMwsbXzwBJuqvXBRhEv2GAaqFbnuPjy9bKVCPMM9zxQdnj3Xz4WoL4jEjCf4l&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”277″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
ნიკა მელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს