
ავტორი
Front News საქართველო
რა მწვავე განცხადებაც არ უნდა გააკეთოს მიხეილ სააკაშვილმა ჩემთან დაკავშირებით, სანამ ის ადამიანი არის პატიმარი, მას მე პასუხს არ გავცემ, – ამის შესახებ პარტია “ახალის” დამფუძნებელმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს პარტია არ არის გაერთიანებული მიხეილ სააკაშვილზე, თუმცა არც მისი წინააღმდეგია.
“ეს ადამიანი დღეს არის პატიმარი, ჩემთვის მიუღებელია მისი ინსტრუმენტალიზაცია ნებისმიერი თვალსაზრისით, განსაკუთრებით, თუ არჩევნებია.
რა მწვავე განცხადებაც არ უნდა გააკეთოს მიხეილ სააკაშვილმა ჩემთან დაკავშირებით, აი, ხვალ კაპრიზული განცხადებაც რომ გავრცელდეს, სანამ ის ადამიანი არის პატიმარი, მას მე პასუხს არ გავცემ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე არ მაქვს კითხვები, ბევრი კითხვა მაქვს, რა თქმა უნდა, მისივე საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ალბათ, მასაც აქვს ჩემთან, მაგრამ ვიცით, რომ ეს პარტია არაა და ვერც იქნება გაერთიანებული მიხეილ სააკაშვილის გარშემო და არც მის წინააღმდეგაა, ამაზე ყველა ვთანმხდებით.
ჩემთვის ბევრ რაღაცას უკავშირდება წინსვლა, მათ შორის ეს დაკავშირებულია ადამიანთა იმ ჯგუფთან, რომელიც ცდილობს არსებულის შენარჩუნებას კი არა, გაზრდას, მათ შორის ამომრჩევლის გაზრდას და არა 20%-ის შენარჩუნებას”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს