ნიკა მელია – რა უნდა იყოს იმაზე ძვირფასი ოთხასი წლის წინ სამშობლოდან იძულებით აყრილი ქართველების შთამომავლების გულში რომ იმკვიდრებ ადგილს


ავტორი
Front News საქართველო
რა უნდა იყოს იმაზე ძვირფასი ოთხასი წლის წინ სამშობლოდან იძულებით აყრილი ქართველების შთამომავლების გულში რომ იმკვიდრებ ადგილს, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
“ეს აბრეშუმის ხალიჩა ფერეიდნელმა ქართველმა მამუკამ ფერეიდანში მოაქსოვინა, წამოიღო, დღეს შტაბში გვესტუმრა და მაჩუქა.
ასეთი ძვირფასი საჩუქარი ალბათ, არც მიმიღია ცხოვრებაში.
იმიტომ კი არაა ძვირფასი, რადგან აბრეშუმია და ამიტომ ჩემი პორტრეტი საუკუნეებს გაუძლებს, ცხადია არა, რა უნდა იყოს იმაზე ძვირფასი ოთხასი წლის წინ სამშობლოდან იძულებით აყრილი ქართველების შთამომავლების გულში რომ იმკვიდრებ ადგილს და ისინი ასე გულით ცდილობენ შენს მხარდაჭერას, მთელ სიყვარულს და დიდ მხარდაჭერას აქსოვენ აბრეშუმით ნაქსოვ პატარა ხალიჩაში.
მეც კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მეძლევა გავიმარჯვო და ჩემი გამარჯვებით გავახარო ჩვენი ფეირეიდნელი ქართველებით”, – წერს ნიკა მელია
თაგები:
ნიკა მელია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს